კიევში, 16 მაისს, ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედრო ალექს ალექსანდროვი რუსეთისგან თავს მიტოვებულად გრძნობს და ეშინია, მისი ცოლი რუსეთში არ წავიდეს. ამის შესახებ "როიტერი" სპეციალურად მომზადებულ რეპორტაჟში წერს.
"როიტერის" ინფორმაციით, 28 წლის ალექსანდრე ალექსანდროვი ამბობს, ის რუსეთიდან სამხედრო მისიით გამოაგზავნეს, რომ სეპარატისტებს კიევთან ბრძოლაში დახმარებოდა.
სამხედროს თქმით, მას 3 წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რომელიც არასოდეს შეუწყვეტია.
"როიტერთან" საუბარში, უკრაინაში ტყვედ მყოფმა სამხედრომ თქვა, რომ მასაც და მის თანამებრძოლსაც ამაო იმედი ჰქონდათ, რუსეთი დაეხმარებოდა და მათ სხვა ტყვეებში გაცვლიდა.
ასევე ალექსანდროვის თქმით, მათთან უკრაინაში რუსეთის კონსული მივიდა, მაგრამ დახმარების შეთავაზების ნაცვლად დაამცირა.
"რამდენიმე კითხვა დავუსვი, მაგრამ უპასუხოდ დამტოვა. მითხრა, რომ როცა ექნება პასუხები მაშინ ისევ მოვა და მნახავს", _ ამბობს ტყვედ მყოფი სამხედრო, რომელმაც ბრძოლაში ფეხი დაიზიანა და საავადმყოფოში წევს.
რამდენიმე დღის წინ მისი მეუღლე ერთ-ერთი რუსეთის ტელევიზიის ეთერში გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა: "ჩემმა ქმარმა რუსეთის სამხედრო სამსახური გასული წლის დეკემბერში მიატოვა და მას შემდეგ აღარ მუშაობდა."
ის ასევე არ პასუხობს სატელეფონო ზარებს. ამიტომ ტყვედ მყოფი სამხედრო მიიჩნევს, რომ მისი მეუღლე ვლადიმერ პუტინის მოთხოვნას ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მხარე და თავად ვლადიმერ პუტინი უარყოფს უკრაინაში რუსი სამხედროების ყოფნას. ის აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთიდან მხოლოდ მოხალისეები არიან ჩასული. ხოლო რაც შეეხებათ დატყვევებულებს, მათ რუსეთის დიდი არმია იქამდე დატოვეს ვიდრე უკრაინელები დააკავებდნენ.
ცნობისთვის, 16 მაისს დატყვევებული ჯარისკაცები ტერორიზმის ბრალდებით უნდა გაასამართლონ.