დღეს, ლანჩხუთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მიმდინარეობისას დეპუტატმა ელისო ჭიჭინაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა, რომ სხდომის დამთავრების შემდეგ გამართულიყო დახურული სხდომა.
საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატის თხოვნა გაითვალისწინა. ჩვენი ინფორმაციით, ჭიჭინაძემ დახურულ სხდომაზე განცხადება გააკეთა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ გასვლის თაობაზე. ჩვენთან საუბარში ქალბატონი ელისო ადასტურებს, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს ფრაქცია და საკრებულოში დამოუკიდებლად გააგრძელოს მუშაობა