უკრაინელი პოლიტოლოგები მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას უკრიანის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საკადრო ექსპერიმენტად აფასებენ და არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს ყოფილის პრეზიდენტი მალე უკრაინის მთავრობის მეთაური გახდეს.
"ეს პოროშენკოს მორიგი თამამი საკადრო გადაწყვეტილებაა. როგორც ვხვდები, პოროშენკოს დიდი ხანია უნდოდა ქარიზმატული ქართველი რეფორმატორის ჩართვა რეფორმების პროცესში, _ თქვა პოლიტოლოგმა ვლადიმერ ფესენკომ, _ შესაძლოა, რომ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დანიშვნა დროებით ვარიანტია და ოდესა შესაძლოა, სააკაშვილისთვის ტრამპლინი აღმოჩნდეს."
"ძალიან პოპულარულია კულუარული ვერსია, რომ დანიშვნის შემდეგი პუნქტი პრემიერ-მინისტრის პოსტი გახდეს, _ ამბობს ფესენკო, _ პოროშენკოს მოტივები დაკავშირებულია უკრაინელ ბიზნესმენ იგორ კოლომოისკისთან დაპირისპირებასთან; გარდა ამისა, ოდესა რთული რეგიონია, განსაკუთრებით, კლანური გარჩევების კონტექსტში. თუ სააკაშვილი მიიღებს სრულ „კარტ ბლანშს“ და ძალოვნების მხარდაჭერას, მას ყველა სხვა გუბერნატორზე დიდი შესაძლებლობები ექნება, თუმცა, სიტუაციის სწრაფ გამოსწორებაზე იმედის დამყარება არ შეიძლება _ ჩვენთან სწრაფი გადაწყვეტები არ არსებობს".