2015 წლის 28 მაისს, ჩოხატაურის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, არასამთავრობო ორგანიზაციის _ "გზა იმედისკენ" (ხელმძღვანელი ნინო ლომთათიძე) ორგანიზებით, ჩატარდა სემინარი, სადაც განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემები და წარმოადგინეს პროექტი "რა სურთ შშმ პირებს".
სემინარის მონაწილეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას გაუზიარეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემები და ერთად დასახეს მათი გადაჭრის გზები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით შარაშიძე, გამგეობის სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახურის უფროსი ნუკრი დუმბაძე და სხვა კ პირები. აგრეთვე, ქალაქ ოზურგეთის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თამარ ლურსმანაშვილი, ჩოხატაურში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი მშობლები.
შეხვედრის ბოლოს, ნინო ლომთათიძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ პიროვნებას, რომელთა თანადგომასაც მუდმივად გრძნობს არასამთავრობო ორგანიზაცია _ "გზა იმედისკენ".
_ დიდ მადლობას ვუხდი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, ჩოხატაურის ჯანდაცვის სამსახურის უფროსს, ქალბატონ ნატო ჯიბუტს, ბატონებს _ თემურ კოროშინაძეს, ზაურ ოსეფაიშვილს, დავით შარაშიძეს, ნუკრი დუმბაძეს, ვანო ცინცაძეს, გოჩა გათაშვილს, ქალბატონ მაია მელუას. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს ჩვენთან ერთად გაიზიარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემები, _ თქვა ნინო ლომთათიძემ.