იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში „ემპოლიმ" მილანში, ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე „ინტერთან" 3:4 წააგო. „ემპოლის" ქართველმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ ამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში დუბლი შეასრულა! სერია ა-ში პირველი „ქართული გოლი" „მილანის" შემადგენლობაში წლების წინ შეაგდო კახი კალაძემ, თუმცა ეროვნული გუნდის ექს-კაპიტანს ორი ბურთი ერთ შეხვედრაში არასდროს გაუტანია.
25 წლის მჭედლიძე 2007 წლიდან თამაშობს „ემპოლიში". ამ კლუბის მაისურით მან 116 მატჩში 11 გოლი შეაგდო. 2008-2010 წლებში ლევანი „პალერმოში" იყო განათხოვრებული, სადაც 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა.