სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ხმის დათვლის პროცესი დასრულდა. წინასწარი მონაცემებით არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ცენტრაულრმა საარჩვნო კომისიამ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გვიან ღამით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, არჩევნებმა ყველანაირი პროცედურული დარღვევების გარეშე, მშვიდ გარემოში ჩაიარა.
მისივე ინფორმაციით სენაკში არჩევნებში მონაწილეობა 979-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 74,45%-ია, ხოლო ზუგდიდში აქტივობამ 63,54 % (732 ამომრჩეველი) შეადგინა.