"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტის გამგეობამ, შესაძლოა, სოფელ ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში ან სოფელ შემოქმედში დაიდოს ბინა.
ამის შესახებ " გურია ნიუსს" რამდენიმე საჯარო მოხელემ განუცხადა. მათივე თქმით, უპირატესობა შეიძლება სოფელ ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობას მიენიჭოს.
ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის თქმით, ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი, თუ სად გადავა თემთა მუნიციპალიტეტი:
"არის საუბრები, თუმცა, გადაწყვეტილი, ჯერჯერობით, არაფერი არ არის. დაგიდასტურებთ მაშინ, როცა მექნება პროექტი," _ გვითხრა გამგებელმა.