დღეს, ოზურგეთში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის და გურიის მოსწავლეთა რეგიონული პარლამენტის ინიციატივით, ბავშვთა უფლებების დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა. აქცია, ორგანიზაციაში მიმდინარე ადვოკატირების კამპანიის “მე ბოშა ვარ“ ფარგლებში შედგა.
აქციის მიზანი იყო, ბავშვთა უფლებების პოპულარიაზაცია; ეთნიკური უმცირესობების, კერძოდ ბოშების საზოგადოებაში ინტეგრაციის თემის აქტუალიზაცია.
ბოშების მხარდასაჭერი აქცია ოზურგეთის გარდა ლანჩხუთში და თბილისში გაიმართა.