საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ლაშა შურღაიამ, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, შეიძინა და შეინახა 4 800 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები, რომელიც მოტყუებით გაასაღა საქართველოს მოქალაქეზე.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7- დან 11 წლამდე ვადით.