გურიის გუბერნიის პრესსამსახურში მთავარ სპეციალისტად ახალი თანამშრომელი სოფო კაშია დაინიშნა.
სოფო კაშია ქალაქ ოზურგეთის მერიის შესყიდების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ელიკო დოლიძის შვილია.
გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კაშიამ ნინო ვაშალომიძე ჩაანაცვლა, უარყოფს გურიის გუბერნატორი გია სალქუვაძე და აღნიშნავს, რომ სოფო კაშია, დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
"პრესსამსახურში იყო შტატი, სადაც ავიყვანე ერთი თანამშრომელი, ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი კონკურსამდე, ნინო ვაშალომიძე რჩება ისევ თავის ადგილზე მოვალეობის შემსრულებლად, კონკურსი ჩატარდება უახლოესს მომავალში, ანუ ის ინფორმაცია, რომ ვინმემ ვინმე ჩაანაცვლა სიმართლეს არ შეეფერება“ _ აღნიშნა გუბერნატორმა.