დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პოლიციის შენობისთან, “გურია ნიუსი” დაკავებული ელგუჯა ჩხაიძის მეუღლის, ქალბატონ მადონა ჩხაიძის ინტერვიუს ვიდეოჩაწერის დროს, ორმა პოლიციელმა მასალის გაკეთების საშუალება არ მოგვცა. მათი თქმით, ქუჩის მეორე მხარეს უნდა გადავსულიყავით და იქ ჩაგვეწერა ინტერვიუ.
თუ რომელი კანონის საფუძველზე გვთხოვდნენ სამართალდამცავები ქუჩის მეორე მხარეს გადასვლას, ვერ გვიპასუხეს, რის შემდეგ საქმეში ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა ჩხაიძე ჩაერთო. მის თქმით, ეს მისი მითითებით ხდება, თუმცა, რომელი კანონის თანახმად გასცა მან ეს მითითება, ვერც ჩხაიძემ განმარტა.