საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით "ისეთი უნიათო მთავრობა, როგორიც დღეს არის, არ ახსოვს":
_ ასეთი უნიათო მთავრობა არ მახსოვს. ყველანაირი მახსოვს _ ბოროტი, სუსტი, მაგრამ ასეთი უნიათო და არაკომპეტენტური არა, _ განაცხადა სააკაშვილმა "არჩევანისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, საქართველოში არსებული პრობლემების მთავარი მიზეზი "ბიძინა ივანიშვილის ახირებებია":
_ არის რამდენიმე პრინციპული მიზეზი. პირველი მთავარი მიზეზია ივანიშვილი და მისი ახირებები. მას უნდოდა ჩვენი დიდი პროექტების შეჩერება და ბევრი მოკლეს კიდეც, იმიტომ, რომ აქ არის ივანიშვილის პირადი ბოღმა და პირადი კომპლექსები, უნიჭო ადამიანის კომპლექსები, ოროსნის კომპლექსები ხუთოსნის მიმართ, _ აღნიშნა სააკაშვილმა.