"ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით დაფიქსირებული ახალი სტრუქტურების კრიმინალიზირება მოხდება და დაემატება ახალი ტერმინები, როგორიცაა „სინთეზური ჰიბრიდული“ კანაბინოიდები.
ცვლილება „ანალოგის“ ტერმინის შემოღებას და მის ქიმიური სტრუქტურის დონეზე განმარტებასაც ითვალისწინებს.
კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
მომხსენებლის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორის, სოფიო კილაძის თქმით, შემოდის დოფამინერგულად მოქმედი ნივთიერებების ახალი კლასი, ასევე, კანონს ემატება შესაბამისი სტრუქტურების მაგალითები. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.