ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში არაერთი ჩვენი თანამემამულე გადასახლდა. რასაკვირველია ეს სამწუხარო ტენდენცია კვლავ გრძელდება და ამისი უმთავრესი მიზეზი ჩვენი დუხჭირი ცხოვრებაა.
ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ "The Economist" იმ ქალაქების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე კარგია ცხოვრება. იმედია ეს სია ქართველებსაც დააინტერესებს.
ზედიზედ მეხუთე წელია, ქალაქებში ლიდერი კანადური ვანკუვერია.
მეორე ადგილს ავსტრალიური მელბურნი იკავებს, მესამე ადგილზე კი ავსტრიის დედაქალაქი ვენაა.
საპატიო მეოთხე პოზიცია ავსტრალიურმა პერტმა დაიკავა, მეხუთე კი კანადურმა ტორონტომ.
ავსტრალიური ქალაქები სიდნეი და ადელაიდა მეექვსე და მეშვიდე ადგილებს იკავებენ. ათეულს დანიური კოპენჰაგენი, შვეიცარიული ჟენევა და ციურიხი ხურავენ.
ქალაქები ორმოცი პარამეტრით ფასდება, მათ შორისაა დანაშაულის რაოდენობა, ტრანსპორტის მდგომარეობა, ტერორიზმის საშიშროება, კულტურის დონე და ეკოლოგიური დაბინძურების ხარისხი.
საინტერესოა, რომ ამ რეიტინგში დიდი ხანია ნიუ-იორკი, ლონდონი, ჰონგ კონგი და პარიზი ვერ ხვდებიან.