საქართველოს ქალთა თექვსმეტწლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანი 4:1 დაამარცხა. შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა და ამხანაგური მატჩის სტასტუსი ქონდა, თუმცა ქართველების დამაჯერებელი გამარჯვება აღნიშვნის ღირსია. მასპინძელთა მხრიდან გოლები ბაჯელიძემ და ბაქრაძემ გაიტანეს.
გურულებისთვის სასახელოდ უნდა ითქვას რომ ნაკრების ძირითად ბირთვს ლაჩხუთელი გოგონები შეადგენენ. დებიუტი ქონდა ნაკრებში ჩოხატაურის "ბახმაროს" ქალთა გუნდის ფეხბურთელს თათია გაბუნიას, რომელმაც პირველი ტაიმი ითამაშა და შემდეგ ტრავმის გამო შეცვალეს. მარი კალანდაძისთვის კი ეს მეოთხე თამაში იყო ნაკრების მაისურით და როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი შეუცვლელად და მაღალ დონეზე ჩაატარა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები 8 ივნისს ისევ აზერბაიჯანთან გამართავენ.