თბილისის 64-ე საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეს, მათე თავაძეს გურული ზრდილობიანობისთვის სიგელი გადასცეს.
8 წლის მათე თავაძე სიგელით 4 მაისს დაჯილდოვდა.
"სსიპ ქალაქ თბილისის #64 საჯარო სკოლა აჯილდოებს მეორე კლასის მოსწავლეს მათე თავაძეს სწავლაში მონდომებისა და გურული ზრდილობიანობისთვის", _ აღნიშნულია სიგელში, რომელსაც ხელს სკოლის დირექტორი თამარ მამსიკაშვილი აწერს.