ოდესის ოლქის მილიციის უფროსად ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გენერალი გია ლორთქიფანიძე დანიშნა: "დიდი ფიქრისა და პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომელიც გამონაკლისი იქნება _ სხვა კადრებს აქ, ადგილზე მოვიძიებთ", _ თქვა სააკაშვილმა.
გია ლორთქიფანიძე ადრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
გარდა ამისა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ დააჩქარებს ოდესაში საპატრულო სამსახურის ამუშავებას, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ტურისტული სეზონის წარმატებით ჩატარებას.