"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, ადვოკატებთან ერთად, ე. წ. "კაბელების საქმეზე" არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
ადვოკატებმა სამოქალაქო სექტორს გააცნეს პროკურატურის გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრისთვის საიდუმლო გრიფის დადებასთან დაკავშირებით.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, გასაიდუმლოება არის პრობლემა, რომელიც ყველა მხარეს აწუხებს და მათი მოთხოვნაა, ეს საიდუმლო გრიფი მოიხსნას.