არასამთავრობო ორგანიზაცია “ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფო” – ხელმძღვანელი ლალი მოროშკინა და წარმომადგენლები, დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში ჩაის პლანტაციას ესტუმრნენ და ერთი დღით მეჩაიეების როლიც მოირგეს. თბილისელი სტუმრები ჩაის პლანტაციებში რამდენიმე საათით გურულებმა სიმღერით გაამხნევეს.
მოროშკინას მეგზურობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი გიგა ხარაბაძე უწევდა.