შეიხა მოზა ბინტ ნასერი საქართველოს პირველად არაოფიციალური ვიზიტით ეწვია. მან შვებულება თბილისში ცნობილ დიზაინერთან ულიანა სერგეენკოსთან ერთად გაატარა. მათ ერთად რუსეთი და სომხეთიც მოინახულეს . საქართველოში ვიზიტის დროს კატარის პირველმა ლედიმ მოინახულა ძველი ქალაქის ღირსშესანიშნაობები, ცნობილი დიდი ბაზარი მშრალ ხიდზე, ანტიკვარული მაღაზიები და გალერეები. საქართველოს დედაქალაქში დედოფალი გაჩერდა სასტუმრო "Rooms" -ში.
ცნობილი ქართველი კინორეჟისორისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის ეროვნული სამზარეულოს კაფეში, სტუმრებისათვის მოეწყო ქართული ვახშამი ნაციონალური მუსიკისა და ცეკვის თანხლებით. იმავე საღამოს მწერალთა სახლში სტუმრებისათვის იმღერა ცნობილმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ.