ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციის “ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფოს“ მიერ ორგანიზებული კონფერენცია გაიმართა. გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ შეხვედრაზე ჩაის პერსპექტივის შესახებ ისაუბრეს. ორგანიზაციის დამფუძნებელმა ლალი მოროშკინას თქმით, ყველა რეგიონში აქტიურად ერთვებიან კონფერენციაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
_ აქ დღეს არ იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე, რომელმაც ძალიან შეგვიწყო ხელი დღევანდელი ღონისძიების ჩატარებაში. ჩვენ რეგიონებში ჩავდივართ და ქალებისგან უშუალოდ ვისმენთ სად არის პრობლემა და სად ჭირდებათ დახმარება მათ. ასევე დღეს ვიმყოფებოდით ბახვის ჩაის პლანტაციებში, რის შემდეგ მოხდა ჩაის შეფუთვა, “გურულ ტომსიკებში“ ჩავყარეთ ჩაი და დავაწერეთ გურული ანეგდოტები. – თქვა ლალი მოროშკინამ “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს.
ლალი მოროშკინის თქმით, ასევე იგეგმება ჩაის საღამოების გამართვა. მისივე თქმით, ახალ შეფუთული ჩაის “ტომსიკებს“ უკვე გამოუჩნდა პირველი მომხმარებლები.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved