როცა, ეს ასაკოვანი კაცი გამვლელებმა ბათუმში, რესტორან "სანაპიროსთან" ზღვაში მოცურავე დაინახეს, ჯერ იფიქრეს, რომ, მან, უბრალოდ ამ ცივ ამინდში ცურვა გადაწყვიტა, ან ნასვამი იყო.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზღვის პირას მჯდომი კაცი ბეტონის ჯებირზე იყო ჩამომჯდარი და ზღვაში შემთხვევით ჩავარდა. საბედნიეროდ, მან ცურვა იცოდა, მაგრამ ძალა ეცლებოდა და დახმარების თხოვნასაც ვერ ახერხებდა.
გამვლელებმა და იქვე გამოჩენილმა საპატრულო სამსახურის თანამშრომლებმა იგი ზღვიდან ამოიყვანეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.