საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ა.რ. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფერით ბუდუნი დამნაშავედ სცნო.
ფერით ბუდუნს ბრალი ედებოდა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების კ. კ.-ს მიმართ ტრეფიკინგის და ზ. კ.-ს მიმართ ტრეფიკინგის და ძარცვის გახორციელებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ფერით ბუდუნი, 2013 წლის აპრილიდან 2014 წლის სექტემბრამდე უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ზ. კ.-ს და კ. კ.-ს მიმართ ახორციელებდა სექსუალურ და შრომით ექსპლუატაციას
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ა.რ. პროკურატურის პოზიცია და ბრალდებული ფერით ბუდუნი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ემუხლის პირველი ნაწილის, 178-ემუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.