მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისთვის გრძელვადიან და მოკლევადიან სასწავლო პროგრამების გახორციელებას იწყებს.
მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ ტრენინგები გაიარონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ 16 საგანში.
კურსის მონაწილეები პროგრამის ფარგლებში, საგნების მიხედვით გაივლიან სწავლების მეთოდიკას და სტრატეგიებს, ასევე მოსწავლეთა შეფასებისა და გაკვეთილის დაგეგმვის საკითხებს.
ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე დაინტერესებულ პირებისთვის სააპლიკაციო ფორმა უკვე დაიდო. მასწავლებლებს განაცხადის შევსება მითითებულ ბმულზე შეუძლიათ: http://www.tpdc.ge/registration1/reg/.
ცენტრი მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, თავად აირჩიონ ტრენინგის გავლისთვის სასურველი ტერიტორიული ერთეული. მომდევნო თვის ტრენინგზე რეგისტრაცია 15 ივნისამდე გაგრძელდება. დარეგისტრირებულ კანდიდატს ეცნობება კურსის ჩატარების ზუსტი დრო.
საჯარო სკოლის მოქმედ მასწავლებლებს, რომლებსაც აღნიშნული ტრენინგი არ გაუვლიათ, სწავლება დაუფინანსდება, სხვა დაინტერესებული პირებისთვის კი ტრენინგი ფასიანია.