2015 წლის 5 თვის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში აგროსურსათის ექსპორტის ღირებულება 86.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და 2-ჯერ აღემატება 2014 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს და თითქმის 3-ჯერ 2013 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.
ევროკავშირში ძირითადად ექსპორტირებულია: თხილი, სპირტიანი სასმელები, ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები, გადამუშავებული თხილი, ხილ-ბოსტნეულის წვენები და სხვა.
აღნიშნულ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში თხილის ექსპორტის ღირებულება 60 მლნ აშშ დოლარია და 4.5-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, რაც აგროსურსათის ექსპორტის მაღალი მაჩვენებლის ძირითადი მიზეზია.
2015 წლის 5 თვის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს იტალია (23 მლნ აშშ დოლარი) და გერმანია (19.4 მლნ აშშ დოლარი) წარმოადგენენ. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით იტალიაში ექსპორტი 8-ჯერ გაიზარდა, ხოლო გერმანიაში – 2.6-ჯერ. აღნიშნულ ქვეყნებში ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი თხილის ექსპორტითაა გამოწვეული.
მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში ევროკავშირის წილი 37%-ია.