მდინარე მტკვარი კალაპოტიდან გადმოვიდა. მარჯვენა სანაპიროზე ხალხია ჩარჩენილი.
ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან რუსთავი2-ის კორესპოდენტი იუწყება.
ამ დროისათვის სანაპიროზე მანქანებია ჩარჩენილი, რომელიც წყალმა დაფარა.
მაშველების თქმით, ახლა სანაპიროზე მდებარე ავტოსამრეცხაოსა და ბენზინგასამართ სადგურებზე მომუშავე პირების ევაკუაცია იწყება.
ადიდებული მდინარის გამო მაშველებს სანაპიროზე გადაადგილება ნავებით უწევთ.