თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ სტიქიურ უბედურებას "გარდიანიც" გამოეხმაურა.
გარდიანის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმის გამო მდიანრე ვერე კალაპოტიდან გადმოვიდა და ათასობით საცხოვრებელი სახლი და მანქანა ადგილს მოწყვიტა.
გავრცელებული ინფორმაციით, რვა ადამიანი დაიღუპა, ასევე არიან დაკარგულებიც.
ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველები კი შეშინებულები დაძრწიან თბილისის ცენტრალურ ქუჩებში და მოსახლეობაში შიშს ნერგავენ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.