საქართველოს წითელი ჯვარი სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის მოხალისეებს პირველადი ნივთების დასარიგებლად დახმარებას სთხოვს.
"მეგობრებო, 1 საათში ვისაც გეცლებათ იქნებ მოხვიდეთ ჩვენს ოფისში, კახიძის (ყოფილი კრილოვის) 15-ში, 17:00 საათზე. უნდა დავარიგოთ პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები და წყალი", _ ნათქვამია წითელი ჯვრის Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.