„სამწუხაროდ გვყავს ჩვენ დაღუპულები და მე მინდა მივუსამძიმრო მათ საქართველოს მთავრობის სახელით. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის და ასევე ვაპირებთ, რომ გლოვის დღე გამოვაცხადოთ.
ამისთვის უკვე არის მომზადებული საქართველოს მთავრობის განკარგულება.
13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნის საპატივსაცემოდ საქართველოში 15 ივნისი გამოცხადდეს გლოვის დღედ.
ამის თაობაზე მე დღეს მოვაწერ ხელს – ამ განკარგულებას “ – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ წუთებში საგანგებო შტაბის სხდომაზე გააკეთა.