შრომის, ჯანმრთელობი დაცვის და სოციალური დახმარების სამინისტროს ინფორმაციით, 15 ივნისის 12:00 საათის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებს სულ 40-მდე დაშავებულმა მიმართა.
სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის კლინიკებში რჩება 9 პაციენტი. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ერთ-ერთ დაშავებულს, რომლსაც მრავლობითი ტრამვული დაზიანებები აღენიშნებოდა, გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.