თბილისის მერიის ინფორმაციით, წყნეთის ქუჩის 13 ნომერში მცხოვრები 32-მდე ოჯახი, რომლის ევაკუირებაც წუხელ გვიან ღამით განხორციელდა, სასტუმრო "მერკურში" არიან გადაყვანილები.
ცნობისთვის, მოსახლეობის ევაკუაცია საექსპერტო დასკვნის შედეგად განხორციელდა.
დასკვნის მიხედვით, მდინარე ვერემ წყნეთის 13 ნომერში მდებარე კორპუსის საძირკველი დააზიანა. სწორედ ეს გახდა მიზეზი ამ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის სასწრაფოდ ევაკუირების.