საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მე-11 კლასელების დამამთავრებელი გამოცდების პრეტესტი მთელს საქართველოში ხვალ, 16 ივნისს ჩატარდება.
შესაბამისად, გამოცდები დაიწყება ზეგ, 17 ივნისს 09:00 საათიდან. სკოლები იხელმძღვანელებენ იმ განრიგით, რომელიც ჰქონდათ შემუშავებული. გამოცდები მხოლოდ ერთი დღით გადაიწევს, რის გამოც მოხდება სარეზერვო დღის (შაბათის) გამოყენება.
სტიქიის შედეგად, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთს მომავლის სკოლას აქვს პრობლემები თუმცა, მომავლის სკოლის მე-11 კლასელები პრეტესტს და გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ჩააბარებენ.
სამინისტრო გაცნობებთ, პრეტესტი არ წარმოადგენს სავალდებულო აქტივობას და არის ნებაყოფლობითი, თუმცა ამ ფორმით ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება უკეთ მოემზადოს დამამთავრებელი გამოცდისთვის და გაიაროს ტესტის აპრობაცია.
დეტალური ინფორმაცია განრიგის შესახებ დღის დაახლოებით სამ საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge განთავსდება.