თბილისში მიმდინარე მოვლენებს EURONEWS აქტიურად აშუქებს.
გამოცემის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არის მსხვერპლი და არიან დაკარგულები, ხოლო ორშაბათი დღე თბილისში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქალაქი არის გაველურებული, უმართავი, მოსახლეობა კი შოკშია, – აცხადებს გამოცემა.
მოვარდნილმა წყალმა ბევრი მოსახლის საცხოვრებელი სახლი წაიღო. დაზარალებულებმა არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ.
"ამ პატარა ქუჩაზე 5 ადამიანი დაიღუპა. სამი საცხოვრებელი სახლი წყალმა წალეკა. ამ ქუჩის ყველა მოსახლე დაზარალებულია. მე არ შემიძლია ჩემი ფინანსური სახსრებით ზიანი ავინაზღაურო", _ განაცხადა EURONEWS-თან ერთ-ერთმა დაზარალებულმა მოსახლემ.
თბილისის ზოოპარკიც წყალმა გაანადგურა. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, უცნობი რაოდენობა გალიებიდან გაიქცა. 30-მდე ცხოველი მაშველებმა დაიჭირეს.
ცხოველების ნაწილი წამლით დააძინეს და ზოოპარკში უსაფრთხო ადგილას დააბრუნეს, ნაწილი კი მოკლეს. თუმცა, გაქცეული ცხოველების დაუზუსტებელ რაოდენობას ისევ ეძებენ.
წყალდიდობამ ქალაქს მილიონობით ევროს ზიანი მიაყენა.