ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიმართავს საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებსა და კერძო პირებს, ვისაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მოხალისეთა საკვები და სასმელი პროდუქტით უზრუნველყოფა სურთ, დაუკავშირდნენ ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციას.
საკონტაქტო პირი: პაატა ჯაჭვლიანი ( თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი) – 595 44 45 45.
რაც შეეხება მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს, ვისაც სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების სურვილი აქვს, კერძოდ კი, სურთ, მათ გადასცენ საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა ტექნიკა, ავეჯი და სხვა, დაუკავშირდნენ თბილისის მერიის ადმინისტრაციას.
საკონტაქტო პირი: ლიკა ბურდული – 551 51 58 34