BBC ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს დედაქალაქში დიდი წყალდიდობის გამო მძიმე მდგომარეობაა. სტიქიის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული. სამი ადამიანის ცხედარი ზოოპარკის ტერიტორიაზე იპოვეს.
მთავრობა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, რომ ზოოპარკიდან გაქცეულ მხეცებს თავი აარიდონ.
დაკარგულ ცხოველებს შორის არიან ვეფხვები, ლომები, დათვები და მგლები.
ჰიპოპოტამი ქალაქის მთავარი მოედნის ერთ-ერთ კუთხეში იპოვეს და ტრანკვილიზატორით დააძინეს.