შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ბაგებში, უჩანეიშვილის ქუჩაზე მიწის მასის ჩამოშლას მსხვერპლი და ზიანი მოსახლეობისთვის არ გამოუწვევია.
ამის შესახებ "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს და აღნიშნეს, რომ მიწის ჩამოშლის საშიშროება ამ დროისთვის არ არის.
"ბაგებში მეწყერი არ ჩამოწოლილა. სულ რამდენიმე ლოდი ჩამოგორდა. ეს არ არის მეწყერი და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. სპეციალისტები ადგილზე სწავლობენ ვითარებას. რაც შეეხება მიწის ჩამოშლის განმეორების საფრთხეს, ამ დროისთვის არ არსებობს", _ უთხრეს "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
ამავე თემაზე:
ბაგებში მეწყერი ჩამოწვა – სპეციალისტები სტიქიის განმეორების თავიდან აცილებაზე საუბრობენ