გურიის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის შექმნილ შტაბში მოქალაქეთა ნაკადმა იმატა. ამ დროისთვის არაერთმა მოქალაქემ ჰუმანიტარული დახმარება სამხარეო ადმინისტრაციაში მიიტანა.
გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის ინიციატივით, საქველმოქმედო აქციაში რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები: ოზურგეთი, ჩოხატაური და ლანჩხუთი, ქ. ოზურგეთთან ერთად აქტიურად ჩაებნენ. გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სხვადასხვა სახის შემოწირულობა გროვდება.
ახლახან თავიანთი წვლილი საქველმოქმედო აქციაში: ანსამბლმა "გურიამ", სპორტის განვითარების ცენტრმა და ქ.ოზურგეთის თოჯინების თეატრმა შეიტანეს.
დაზარალებულთა დასახმარებლად, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივას აქციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულოც უერთდება. შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი – მაიზერ ცელაძე უხელმძღვანელებს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები კიდევ ერთხელ გამოხატავენ მწუხარებას თბილისში 13 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებენ გარდაცვლილთა ოჯახებს. საგანგებო შტაბის ორგანიზებით, საქველმოქმედო აქციაში მუნიციპალიტეტის ყველა ტერიტორიული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი და სოფლებში გამგებლის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მსურველებს პირველადი მოხმარების საგნების (ტანსაცმელი, არამალფუჭებადი პროდუქტი, ჰიგიენური ნივთები ა.შ.) მიტანა შემდეგ მისამართზე შეეძლება: ქ.ოზურგეთი, მ. კოსტავას ქ. #1. ადმინისტრაციული შენობის I-ლი სართული. ტელ: 599 54 90 96; 599 06 82 00.