მაშველებმა "მზიურში" კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველები და მოხალისეები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი მამაკაცია. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედართან ერთად ნაპოვნია მანქანაც.
გარდაცვლილის ვინაობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად, ოფიციალურად დადასტურებული მონაცემებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 11 ადამიანი ითვლება.
დაკარგულები არიან: 1. ზურაბ მუზაშვილი, დაბ: 1978წ; 2. ივლიტა ჯიბუტი, დაბ: 19.07.1991 წ.; 3. ელიზბარ ბაღაშვილი, დაბ: 16/08/1961 წ.; 4. დავით გაბიტაშვილი, დაბ: 29/01/1975 წ.; 5. არჩილი (არტე) ენუქიძე, დაბ: 27/08/1952 წ.; 6. ელიზა ზარანდია, დაბ: 16/08/1989 წ.; 7. ბექა ბუთურიშვილი, დაბ: 28/08/1981 წ.; 8. სერგო კაპანაძე, დაბ: 01/03/1984 წ.; 9. სულიკო ნოზაძე; 10. ტყეშელაშვილი ანა და 11. არაბიანი მარინა.
აღნიშნული პირების საძიებო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.