დღეს, ქალაქ ოზურგეთში ბავშთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე პატრულმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი ალეკო ბურჭულაძე დააჯარიმა.
"გურია ნიუსთან" ვიცე-მერმა კომენტარი არ გააკეთა.
"აი, ამათ მიმართეთ და გეტყვიან, რაზე დამაჯარიმეს", _ გვითხრა ბურჭულაძემ.
შსს პრესსამსახურში "გურია ნიუსს" უთხრეს, რომ ვიცე მერი პატრულმა ღვედის გამოუყენლობის გამო დააჯარიმა.
"ალეკო ბურჭულაძე დაჯარიმებულია ღვედის გამოუყენლობის გამო, ეს გახლავთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118 პრიმა მუხლი", _ აღნიშნეს შსს-ში.