თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში დათვის ბელი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს. ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონის მაცხოვრებლების ინფორმაციით, ბელის შესახებ 112-ს მათ აცნობეს და ცხოველის წასაყვანად ადგილზე საპატრულო პოლიცია და 112-ის წარმომადგენლები ერთად იყვნენ მობილიზებულები.
ბელი უკვე გადაყვანილია დაცულ ტერიტორიაზე.