წყალდიდობის შედეგად თბილისში ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარებული ადამიანების ნაწილი დღეს გამოჩნდა, თუმცა დაკარგულად ითვლება 10 ადამიანი, რომელთა ადგილმდებარეობა უცნობია.
აღნიშნულ ინფორმაციას The Washingtonpost ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13 გახდა, მას შემდეგ, რაც ორშაბათს შუადღეს ერთი ადამიანი გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვნეს.
ზოოპარკის თანამშრომლები ცდილობენ გაარკვიონ, თუ რა შეემთხვა 4 ლომს, 3 ვეფხვს და ერთ იაგუარს, რომლებიც დაკარგულები ეგონათ და ცეცხლსასროლი იარაღით დახოცილები იპოვნეს.
უცნობია თუ რამდენი ცხოველია დახოცილი წყალდიდობის შედეგად ან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული, ან რამდენი იძებნება.
წყალდიდობამ ასევე დააზიანა ზოოპარკთან ახლომდებარე ძაღლების თავშესაფარი, სადაც 300 ძაღლიდან 60-ის სიცოცხლე წყალმა იმსხვერპლა.
მოხალისეები ძაღლების თავშესაფარს ასუფთავებენ და არემონტებენ, რომ ცხოველებმა იქ ცხოვრება ისევ შეძლონ.
სტიქიამ ასევე ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები დააზარალა.
40 ოჯახის სახლი განადგურებულია.
თბილისში მილიონზე მეტი მოსახლე ცხოვრობს და მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს სახლიდან გამოსვლისგან თავი შეიკავონ, ასევე მოერიდონ პარკებს, რათა უნებლიედ დაკარგულ მტაცებელ ცხოველებს არ ემსხვერპლონ.