საჭირო მასალა: 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი; 1 კბილი დანაყილი ნიორი; პურის კუბიკები, 3 ცალი კვერცხი; 50 გრამი ანჩოუსი; 140 გრამი მწვანე სალათის ფოთლები, 40 გრამი ყველი “პარმაზანი”.
სოუსისთვის საჭიროა: 1 ცალი კვერცხი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი; 1 კბილი ნიორი; ნახევარი ლიმონი, ვუსტერის სოუსი, 150 მლ. ზეითუნის ზეთი.
მომზადება: ავურიოთ ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი და ნიორი. ამოვავლოთ პურის კუბიკები და შევწვათ აირღუმელში ორცხობილა 10-15 წუთის განმავლობაში შეწითლებამდე. მოვხარშოთ კვერცხი 10 წუთის განმავლობაში, გავფცქვნათ.
სოუსისთვის უმი კვერცხი, მდოგვი, ნიორი, ანჩოუსი, ლიმონის წვენი, ვუსტერის სოუსი, მარილი, პილპილი ავთქვიფოთ ბლენდერში. შეუჩერებლად დავუმატოთ ცოტ-ცოტა ზეითუნის ზეთი. მივიღებთ სქელ მასა, რომელსაც დავუმატებთ 2-3 კოვზ წყალს. სალათის ფოთლები მოზრდილ ჯამში ავურიოთ სოუსში; გადავიტანოთ შესაფერის სასალათე თეფშზე, დავუმატოთ კუბიკებად დაჭრილი ყველი, ანჩოუსი და ზევიდან გახეხილი კვერცხი და პურის კუბიკები მოვაწყოთ.