ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი განცხადებების გამო, რომლის თანახმადაც არცერთი მტაცებელი ცხოველი ქალაქში თავისუფლად არ დადიოდა ბოდიში მოიხადა.
ეს განცხადება პრემიერმა საგანგებო შთაბის სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
ღარიბაშვილმა კრიზისების მართვის შტაბის წევრებს დაავალა პირადად დაადგინონ რამდენი ცხოველი დაიღუპა, რამდენი ითვლება დაკარგულად და რამდენი არის ზოოპარკში გადარჩენილი.
ის მოუწოდებს შტაბის წევრებს, რომ არ გაითვალისწინონ ზოოპარკის თანამშრომლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის პრემიერმა კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელს მინდია ჯანელიძეს უსაყვედურა.