ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი ავტომობილი შეიძინა.
2009 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა “ფოლკსვაგენ – პასატი“ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს მოემსახურება.
მსუბუქი ავტომობილის შესაძენად მერიამ ტენდერი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა. აღნიშნულისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 35 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა ეს ტენდერი გაუქმდა და ახალი 20 000 ლარზე ისევ გამოცხადდა.
როგორც კობალაძე "გურია ნიუსთან" აღნიშნავდა, ის 9 თვის მანძილზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე " გურია ნიუსთან" აღნიშნავს, რომ ტენდერში გამარჯვებულმა პიროვნებამ ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოიყვანა მსუბუქი ავტომობილი, რომელიც აკმაყოფილებს გამოცხადებულ სატენდერო მოთხოვნის პირობებს.
"ქალაქ ოზურგეთის მერიას ჰყავს ერთი ახალი ავტომობილი, რომელიც მოემსახურება საკრებულოს"_ განმარტა კობალაძემ.