გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მტკიცებით, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიზე აღმოჩენილი ქლორის კონტეინერებიდან ქიმიური ნივთიერების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს.
"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ თხევადი ქლორის კონტეინერებთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სპეციალისტები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
აღმოჩენილი ქლორის კონტეინერებიდან ქიმიური ნივთიერების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს. მთავარ რისკად რჩება კონტეინერების ტრანსპორტირება, სწორედ ამიტომ სამინისტროს მხრიდან მზადდება შესაბამისი სტანდარტული პროცედურები. პროცედურების დასრულებისთანავე, მოძრაობის ნაკლები ინტენსივობის ეტაპზე, მოხდება ადგილიდან კონტეინერების სპეციალური ტრანსპორტით უსაფრთხოდ გატანა.
კიდევ ერთხელ გვსურს განვაცხადოთ, რომ ამ ეტაპზე ქლორის გაჟონვის საფრთხე არ არსებობს, შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ ტერიტორიის 24 საათიან მონიტორინგს",_ აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.