13 ივნისს სტიქიის დროს დაღუპული ჟანა ეგიზაროვას მეგობარი ლელა თოლორდავა სოციალურ ქსელში მის ბოლო ფოტოს აქვეყნებს და მასთან ბოლო შეხვედრას იხსენებს:
_ ეს ჩემი ჟანაჩკას ბოლო ფოტოა…
მე გადავუღე, ის კი ამ დროს მეძახის –არ გინდა ლელი, არ გამოვდივარ სურათში კარგად…
ჩემი ჟანაჩკა 13 ივნისის წყალდიდობას შეეწირა…
მე კი სასწაულად გადავურჩი მოვარდნილ ღვარცოფს… თავშესაფარში წყალი რომ შემოვარდა, მინდოდა მისთვის დამერეკა, მაგრამ ვიცოდი ადრე რომ იძინებდა და არ შევაშინო მეთქი… ახლა სადარდებლად გამიხდა, ნეტავ დამერეკა, ნეტავ შემეშინებინა ….
ჩემი ჟანაჩკა… მისთვის ლელი ვიყავი…
დილით სამსახურში მისულს კაბინეტში დამხვდა ჟანაჩკა… ადრე მოვედი გენერალური დასუფთავება უნდა გავაკეთოო… რაზე აღარ ვისაუბრეთ, მიშოს გამოცდებზე ღელავდა…
წასვლისას მე და გიორგის დაგვემშვიდობა– აბა თქვენ იცით, არ იდარდოთ, ყველაფერი კარგად იქნებაო… კოცნა გამოგვიგზავნა და წავიდა…
წავიდა ჩემი ჟანაჩკა…
თავშესაფრიდან სასწაულით გადარჩენილი თანამშრომლები, შემოვლითი გზებით სვანიძის ქუჩას რომ მოვადექით და იქ წყლით დაფარული სახლები დამხვდა, გაგიჟებას ცოტაღა მიკლდა… ყველა ქალში ვეძებდი ჟანაჩკას და ბოლო ხმაზე ვეძახდი ჟანას!
ჩემი ჟანაჩკა… რამდენი რამე მინდა ვთქვა, მაგრამ ახლა მეტი ვერ შევძელი…
,,ვერა რეჩკა'' _ ასე ეძახდა ჟანა იმ მდინარეს, მისი სიცოცხლე რომ შეიწირა… აღარ მინდა ,,ვერა რეჩკას'' დანახვა, მან მე ჟანაჩკა წამართვა…
შენ ჩემ მესაიდუმლედ რჩები ჟანაჩკა, შენ არ მომკვდარხარ ჩემთვის!
ჩემი ჟანაჩკა…
მისთვის ლელი ვიყავი... _ წერს ლელა თოლორდავა ფეისბუქის საკუთარ გევრდზე.