საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ სტიქიისას დაკარგული ადამიანები შესაძლოა მტკვარს წაეღო.
"მზიურის" პარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები, ასევე წყლის ამოტუმბვას, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
თუმცა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, თუ მათი პოვნა ვერ მოხდება, გაჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, რომ ისინი მტკვარს წაეღო.
ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ზოოპარკის ტერიტორიაზეც. დღეს იმ ვოლიერის გაწმენდა იგეგმება, სადაც დაკარგული ვეფხვი ბინადრობდა. ამ დრომდე ვოლიერთან მისვლა წყლის მაღალი დონის გამო ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, სტიქიისას 19 ადამიანი დაიღუპა, 3 კი – დაკარგულად ითვლება.