დღეს, ქალაქ ოზურგეთში სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia 2015 წლის შესარჩევი ტური გაიმართა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქასთინგში 17 გოგონა და 2 ბიჭი მონაწილეობდა.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, Elite Model Look Georgia-ს ნაციონალურ ქასთინგში ოზურგეთიდან ნათია გოგატაძე, ალექსანდრე პაიკაძე და დათო ერქომაიშვილი მიიღებენ მონაწილეობას. ეს გადაწყვეტილება თავად კონკურსის ორგანიზატორმა, ია კიწმარიშვილმა მიიღო.
Elite Model Look Georgia 2015-ს რეგიონალური ტური ოზურგეთში, ანსამბლ "მანანურის" სტუდიაში გაიმართა, რომელიც მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული იყო.