თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა, საკუთარ ოჯახსა და ივლიტას ბავშვობასთან დაკავშირებით "გურია ნიუსს" ესაუბრა.
როგორც მამა გიორგი (ჯიბუტი) "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, "ივლიტა ორი შვილის სიყვარული" იყო:
"ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა შუაგანახლებაში. საოცრად განებივრებული იყო. რომ არ შეცივნოდა, ზამთარში საწოლში მიჰქონდა საჭმელი ბებიას და ისე აჭმევდა. ახლაც კი, ფულს უგზავნიდა ხოლმე. დათოც ხელს უწყობდა _ ოღონდ ივლიტას ესწავლა და ბიჭი ყველაფერს აკეთებდა", _ ამბობს მამა გიორგი ჯიბუტი.