ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისს, ცნობილი სპორტსმენი, ვახტანგ ბლაგიძე უხელმძღვანელებს. “გურია ნიუსთან” საუბრისას, ბლაგიძე ამბობს, რომ, ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის: _ საუბარი არის, რომ მე ვუხელმძღვანელო “ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისს, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და მეც არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, _ გვითხრა ბლაგიძემ.
ვახტანგ ბლაგიძე 1980 წელს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. არის მსოფლიოს და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონი, მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი.